The Telegraph-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს, 26 წლის ორელიენ ჩუამენის აკვირდება.
წითელი ეშმაკები ნახევარდაცვის განახლებას გეგმავენ, რათა კაზემიროს წასვლისთვის მოემზადონ. ბრაზილიელმა უკვე გამოაცხადა, რომ ოლდ ტრაფორდს ამ ზაფხულს დატოვებს, როცა 2022 წელს გაფორმებულ ოთხწლიან კონტრაქტს ვადა ამოეწურება.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩუამენი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია კაზემიროს შესაცვლელად. ბორდოს აკადემიის აღზრდილი რეალს 2022 წელს შეუერთდა, ტრანსფერის ღირებულებამ კი 100 მილიონი ევრო შეადგინა. მას მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
The Telegraph დასძენს, რომ ჩუამენის შესაძლო ტრანსფერი იმაზეა დამოკიდებული, შეიძენს თუ არა რეალი ახალ ნახევარმცველს ამ ზაფხულს. ჩუამენის გაყიდვით მიღებული თანხა სწორედ ასეთი გარიგების დასაფინანსებლად შეიძლება იქნას გამოყენებული.