მადრიდის რეალისა და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფეხბურთში დაბრუნებას არ გეგმავს.
გერმანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილია და კარიერის იდეალურ წერტილზე დასრულება მისთვის პრიორიტეტული იყო.
„არა, სიმართლე გითხრათ, დაბრუნებაზე არასდროს მიფიქრია. ეს აზრადაც არ მომსვლია, რადგან ზუსტად ისე დავასრულე კარიერა, როგორც მინდოდა.
ეს თავი უკვე დავხურე. მაშინაც კი, რომ მეფიქრა დაბრუნებაზე (თუმცა ახლა უკვე გვიანია), ყოველთვის მჯეროდა, რომ კარიერის უკეთეს ნოტზე დასრულება შეუძლებელი იქნებოდა.
ყველაფერი, რაც ამის შემდეგ იქნებოდა, მხოლოდ გააუარესებდა შთაბეჭდილებას. ახლა ცხოვრებაში სხვა მოტივაციები და პროექტები მაქვს.“
შეგახსენებთ, რომ კროოსმა საფეხბურთო კარიერა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა, მანამდე კი მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მორიგი თასი აღმართა.