მილანის ვარსკვლავი, რაფაელ ლეაუ, კატალონიის ბარსელონას შესთავაზეს.
როგორც ავტორიტეტული ინსაიდერი მატეო მორეტო იტყობინება, იტალიური კლუბი მზადაა პორტუგალიელ შემტევს 50 მილიონ ევროდ შეელიოს.
თავად ფეხბურთელი კამპ ნოუზე გადასვლის იდეის მიმართ დადებითადაა განწყობილი და მზადაა განიხილოს ეს წინადადება. თუმცა, ამ ეტაპზე ლეაუ ბარსელონასთვის პრიორიტეტული სამიზნე არ არის.
კლუბის ხელმძღვანელობა მას ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ სხვა უფრო სასურველი ტრანსფერები არ განხორციელდა.
ჯერჯერობით უცნობია, გადავა თუ არა ბარსელონა აქტიურ მოქმედებებზე, თუმცა 50 მილიონი ევრო ლეაუს დონის მოთამაშისთვის კატალონიურ კლუბში საკმაოდ მიმზიდველ ფასად ითვლება.