• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ბარსელონას ვარსკვლავის გულწრფელი აღიარება: რთული გზა ლა მასიამდე
ფეხბურთიფეხბურთი

ბარსელონას ვარსკვლავის გულწრფელი აღიარება: რთული გზა ლა მასიამდე

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფერმინ ლოპესმა ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ნახევარმცველის სახელი დაიმკვიდრა და საოცრად მოკლე დროში როგორც ბარსელონას, ისე ესპანეთის ნაკრების საკვანძო ფიგურა გახდა.


თუმცა, მწვერვალამდე მიმავალი გზა მარტივი სულაც არ ყოფილა. La Vanguardia-სთან ინტერვიუში ესპანელმა იმ მსხვერპლზე ისაუბრა, რომლის გაღებაც წარმატებისთვის მოუხდა.


ოჯახიდან დაშორება ლა მასიას გამო


ლოპესმა საფეხბურთო განათლების მიღება რეკრეატივო დე უელვაში დაიწყო, რასაც რეალ ბეტისში გადასვლა მოჰყვა. სწორედ იქ შეამჩნია ბარსელონამ და ლა მასიაში მიიწვია. ეს გარდამავალი პერიოდი, მიუხედავად პერსპექტივებისა, ფსიქოლოგიურად რთული აღმოჩნდა:


თავიდან ცოტა მიჭირდა, რადგან ოჯახი და მეგობრები მენატრებოდა. თუმცა, იქ ძალიან კარგად გეპყრობიან და ყველანაირ პირობას გიქმნიან, რომ როგორც პიროვნება და ფეხბურთელი, ისე განვითარდე. იქ ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე


აკადემიაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, 2022 წელს იჯარა დეპორტივოში შედგა. ამან ფეხბურთელს საჭირო გამოცდილება და სათამაშო დრო მისცა, რამაც მომდევნო სეზონში ბარსელონას პირველ გუნდში დამკვიდრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.



თავმდაბლობა და ოჯახის მხარდაჭერა


ფერმინ ლოპესი, რომელსაც სელტა ვიგოსთან მოახლოებულ მატჩში ელიან, ამბობს, რომ მას ბავშვობიდან ჩანერგილი ღირებულებები ეხმარება. ფეხბურთელი ოჯახს განსაკუთრებულ მადლობას უხდის იმისთვის, რომ მას რეალობის აღქმას არ აკარგვინებენ.


ჩემი ოჯახი ძალიან თავმდაბალია. ისინი ყოველთვის ყველაფერში მეხმარებოდნენ და მასწავლეს, რამდენად მნიშვნელოვანია მყარად მიწაზე დგომა. მათი წყალობით, ყველაფერს უფრო მშვიდად და ბუნებრივად ვიღებ


მიუხედავად დისტანციისა, მას მშობლებთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს. ფეხბურთელი აღიარებს, რომ მისი მიღწევების მასშტაბებს მშობლები უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე თავად.


ყოველდღე ვსაუბრობთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისინი ბევრად უფრო აღფრთოვანებულები არიან ჩემს თავს გადახდენილი ამბებით, ვიდრე მე. საბოლოო ჯამში, ვერც აცნობიერებ რას მიაღწიე, სანამ გარკვეული დრო არ გავა. ისინი ძალიან ბედნიერები არიან და სულ მეუბნებიან, რომ მუშაობა განვაგრძო, რადგან წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა


ინტერვიუს დასასრულს პლეიმეიკერმა ლინარესში გატარებული პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს დრო მისი ახლობლებისთვის ემოციურად მძიმე იყო: „მათ ძალიან განიცადეს ჩემი წასვლა ლინარესში და ახლა განსაკუთრებით მიხარია მათი ბედნიერება“.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბარსელონა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რაშფორდი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაშფორდი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ორივე ვერ წააგებს?", - კროოსი ატლეტიკო ბარსელონას დაპირისპირებაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ორივე ვერ წააგებს?", - კროოსი ატლეტიკო ბარსელონას დაპირისპირებაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას დილემა: ლევანდოვსკისა და რაშფორდის საკითხი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონას დილემა: ლევანდოვსკისა და რაშფორდის საკითხი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კროოსი: „ასე თუ გაგრძელდა, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კროოსი: „ასე თუ გაგრძელდა, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 აპრ, 2026

რაშფორდი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდეს

News image

18 აპრ, 2026

„ორივე ვერ წააგებს?", - კროოსი ატლეტიკო ბარსელონას დაპირისპირებაზე

News image

18 აპრ, 2026

ბარსელონას დილემა: ლევანდოვსკისა და რაშფორდის საკითხი

News image

17 აპრ, 2026

კროოსი: „ასე თუ გაგრძელდა, ბარსელონა ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება