რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ბარსელონას ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშნენ, სადაც ატლეტიკოსთან ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდნენ.
გერმანელმა ლეგენდამ მეტოქე გუნდის სუსტ მხარეებზე გაამახვილა ყურადღება:
„ვფიქრობ, ბარსელონა უფრო ძლიერი იყო, მაგრამ როცა ასე დიდხანს თამაშობ კაცნაკლული, ძალიან რთულია. ატლეტიკომ იცის ანგარიშის შენარჩუნება, ხოლო პირველი მატჩის შემდეგ მოპოვებული უპირატესობა და მეტოქის გაძევება მათთვის დიდი დახმარება აღმოჩნდა.
როდესაც ასე იცავ თავს და ზურგსუკან ამდენ თავისუფალ სივრცეს ტოვებ, მსგავსი რამეები ხდება - მათ შორის გაძევებებიც, რათა მეკარესთან პირისპირ გასვლა აღკვეთო. ბარსელონას დაცვა ძალიან მოწყვლადია. შარშან ამან ინტერის წინააღმდეგ იჩინა თავი, წელს კი - ატლეტიკოსთან.
როგორც უკვე ვთქვი, თუ ისინი თამაშის სტილს არ შეცვლიან, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ," - აღნიშნა რეალის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა.