მანჩესტერ იუნაიტედთან მარცხის შემდეგ, ჩელსის შანსები ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად საგრძნობლად შემცირდა. მატჩის წინ კოულ პალმერმა განაცხადა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მიღმა დარჩენა კლუბში ყველაფერს შეცვლის.
ჩელსის მთავარი მწვრთნელი, ლიამ როსენიორი, თავისი ვარსკვლავის მოსაზრებას ნაწილობრივ არ დაეთანხმა:
არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი იცვლება. გეგმა იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ამ გუნდს წარმატებისთვის, უცვლელი რჩება. იცვლება მხოლოდ კონტექსტი. მაგალითად, ფინანსური მხარე. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა საქმეს ბევრად აადვილებს, მაგრამ ჩვენი გრძელვადიანი ხედვა იგივეა.
ბრაიტონის მაგალითზე საუბრისას, სადაც ახალგაზრდების გვერდით გამოცდილი მოთამაშეები (მილნერი, დანკი) თამაშობენ, როსენიორმა აღნიშნა, რომ ჩელსის მეტი ემოციური სტაბილურობა სჭირდება:
წარმატებისთვის სხვადასხვა კომპონენტის ნაზავია საჭირო. ჩვენ გვსურს ჩვენი გზით ვიაროთ, თუმცა გუნდს მეტი სიმშვიდე და სტაბილურობა მართებს.
ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ჩელსიმ შესაძლოა მხოლოდ ახალგაზრდების ნაცვლად, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატებაზეც იფიქროს.