ბრიტანული გამოცემა BBC საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩს (0:1) გამოეხმაურა და შეხვედრა მიმოიხილა.
გამოცემა აღნიშნავს:
ძმებმა ჩარლსებმა გასვლით მატჩში შოუ მოიპარეს. პსჟ-ს ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასგან ყველა დიდ ხიფათს ელოდა და ჩრდილოეთ ირლანდიის მიზანი მისთვის თავისუფალი სივრცეების შეზღუდვა იყო. პირველ ტაიმში ხვიჩა ჩრდილში რჩებოდა. ოქროს ბურთის ნომინანტი შესვენების შემდეგ ბევრად აქტიური იყო, მაგრამ პენალტი გააფუჭა, როცა მისი სუსტი დარტყმა პირს ჩარლსმა მოიგერია.
მატჩის მიწურულს პირსის ძმამ, შია ჩარლსმა გამარჯვების გოლი გაიტანა. გარდა მოგერიებული პენალტისა, პირსს რამდენიმე ურთულესი სეივი ჰქონდა, მაგრამ ჩრდილოეთ ირლანდიის მშრალი კარი დიდწილად დაცვის ტრიოს დამსახურებაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს, დინამო არენაზე უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.