საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა.
ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთა ლიგის სასტარტო მატჩში (0:1) ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ევროპის ტოპ 5 ლიგის შვიდი წარმომადგენელი მოხვდა, რაც ჩვენი გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლის განკარგულებაში სათადარიგოთა სკამზე ტოპ 5 ლიგის კიდევ ორი ფეხბურთელი – გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი წიტაიშვილი იმყოფებოდნენ.
ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს:
გიორგი მამარდაშვილი - ლივერპული (პრემიერ ლიგა)
საბა გოგლიჩიძე - მონცა (სერია A)
ლუკა ლოჩოშვილი - კიოლნი (ბუნდესლიგა)
გიორგი ქოჩორაშვილი - სევილია (ლა ლიგა)
გიორგი კვერნაძე - ფროზინონე (სერია A)
გიორგი მიქაუტაძე - ვილიარეალი (ლა ლიგა)
ხვიჩა კვარაცხელია - პსჟ (ლიგა 1)