ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ო'ნილმა საქართველოსთან დინამო არენაზე მოპოვებული გასვლითი გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და მსაჯობის შესახებ ისაუბრა.
ო'ნილმა განაცხადა:
ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. მათ შესანიშნავად ითამაშეს და ხასიათი აჩვენეს. ძლიერი მეტოქე გვყავდა, ამიტომ სიმტკიცე გვჭირდებოდა. ჩვენს წინააღმდეგ მსაჯის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება უბრალოდ გაუგებარი იყო. ძმებმა ჩარლზებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. პირსმა რამდენიმე კარგი მოგერიება შემოგვთავაზა, მათ შორის პენალტის ეპიზოდში, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო.
მწვრთნელი აღნიშნავს, რომ ო'ნილის წინააღმდეგ წესები დაირღვა, რამდენიმე წამში კი დენ ბალარდი დაშავდა. ის მომდევნო სამ მატჩში ვერ დაეხმარება ნაკრებს.
მაიკლმა ასევე განაცხადა:
ახალგაზრდა გუნდი ვართ და სტუმრად მატჩის მოგება, მით უმეტეს ასეთ მეტოქესთან მარტივი არაა. პირველ ტაიმში ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და უფრო მეტი მომენტის შექმნაც შეგვეძლო. ეს კარგი სტარტია, თუმცა ჯერ კიდევ ხუთი მატჩი გვაქვს სათამაშო, მათ შორის კიდევ ერთხელ საქართველოს შევხვდებით და ისევ მძიმე მატჩს ვველოდები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდა. შეხვედრის მიწურულს ერთადერთი გოლი შეი ჩარლზმა გაიტანა, მანამდე კი სტუმართა მეკარემ, პირს ჩარლზმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.