რაფაელ ბენიტესმა მოჰამედ სალაჰი კრიშტიანუ რონალდუს ამჯობინა.
ლივერპულის ყოფილ მთავარ მწვრთნელს შესთავაზეს ეკრანზე მოცემულ ორ შემტევ ფეხბურთელს შორის არჩევნის გაკეთება. თავისებურ ტურნირში ჯამში 32 შემტევი ფეხბურთელი იყო ჩართული.
ნახევარფინალში ბენიტესს რონალდუსა და სალაჰს შორის მოუწია არჩევნის გაკეთება და მან ეგვიპტელი აირჩია.
„რონალდუ ალბათ ისტორიაში საუკეთესოდ ასრულებს საგოლე მომენტებს. თუმცა, სალაჰი უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელია." - აღნიშნა ბენიტესმა.
მეორე ნახევარფინალში ბენიტესმა რონალდინიოს ლეო მესი ამჯობინა და ფინალში, სალაჰსა და მესის შორის, გამარჯვებულად არგენტინელი დაასახელა.