871 მატჩში 92 გოლი და 141 საგოლე პასი - ლუკა მოდრიჩის დიდებული კარიერის სტატისტიკაა იმ მომენტში, როცა ის მე-40 დაბადების დღეს აღნიშნავდა.
ხორვატმა ვარსკვლავმა ამ ასაკში მილანთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, თუმცა, არის პუნქტი, რომ ის კიდევ ერთი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელდეს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 4 მლნ ევროა, რითაც ისტორიაში, თავისივე ასაკის ფეხბურთელებს შორის, მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.
რონალდუმ თებერვალში ედვინ ვან დერ სარისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გააუმჯობესა, რადგან მე-40 დაბადების დღეზე 12 მლნ ევრო ღირდა.
ყველა დროის ტოპ-10 ფეხბურთელი, რომლებიც 40 წლის ასაკში ყველაზე ძვირად ფასობდნენ:
კრიშტიანუ რონალდუ - 12 მლნ ევრო (ალ-ნასრი; 2025-26);
ლუკა მოდრიჩი - 4 მლნ ევრო (მილანი; 2025-26);
ედვინ ვან დერ სარი - 4 მლნ ევრო (მანჩესტერ იუნაიტედი; 2010-11);
ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 4 მლნ ევრო (მილანი; 2021-22);
იენს ლემანი - 3 მლნ ევრო (არსენალი; 2009-10);
დევიდ ჯეიმსი - 3 მლნ ევრო (პორტსმუთი; 2009-10);
ბრედ ფრიდელი - 3 მლნ ევრო (ასტონ ვილა; 2010-11);
ჯანლუიჯი ბუფონი - 2 მლნ ევრო (იუვენტუსი; 2017-18);
პაოლო მალდინი - 2 მლნ ევრო (მილანი; 2008-09);
მარკ შვარცერი - 1.5 მლნ ევრო (ფულემი; 2012-13).
მოდრიჩი მილანის ისტორიაში მე-2 ყველაზე ასაკოვანი შენაძენია - კლუბმა 2017 წლის იანვარში 40 წლის მარკო სტორარი დაიმატა. ლუკამ როსონერის მაისურით უკვე 3 მატჩი ჩაატარა და 1 ასისტი აქვს.