ჩეხურ-სლოვაკური ორგანიზაცია Oktagon-ის ღონისძიებაზე ბენო ადამიას უმსუბუქესი წონის ქამარი ჟალგას ჟუმაგულოვის წინააღმდეგ უნდა დაეცვა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უმსუბუქესი დივიზიონის ჩემპიონი აღარ არის, რადგან მან წონა ვერ ჩააბარა, ექიმებმა კი მას წონის კლების საშუალება აღარ მისცეს.
Oktagon 73-ზე ქართველისა და ყაზახის ბრძოლა მაინც შედგება, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში ქამარს მხოლოდ ჟუმაგულოვი მიიღებს.
ბენო ადამია ჩემპიონი თებერვალში, სემ კრისის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებით გახდა. Oktagon 73 28 ივნისს, ჰამბურგში გაიმართება.