მერაბ დვალიშვილი ლას ვეგასშია და UFC 317-ზე ილია თოფურიას გულშემატკივრობას აპირებს.
პრესკონფერენციის შემდეგ ქართველი მებრძოლები ერთმანეთს გულთბილად შეხვდნენ.
"ახლა ამაზე ვლაპარაკობდით, ჩარლზ ოლივეირა კარგი ადამიანია, ჩვენ მას პატივს ვცემთ, მაგრამ კვირას ის ილიას მეტოქეა. ილია ამ ბრძოლას მოიგებს და ჩვენ ყველა ვიამაყებთ." - ამბობს მერაბი
29 ივნისს, თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება და მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
"ჩვენი ძმა ახალ ისტორიას დაწერს" - დვალიშვილი თოფურიაზე