UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ავსტრალიურ Fox Sports-თან ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლაზე პროგნოზი გააკეთა.
"ილია ძალიან აგრესიულია. ის ბევრს რისკავს და პირდაპირ შენი სახისკენ მოდის. შეგიძლია დაარტყა, მაგრამ პასუხს შენც მიიღებ და ეს ყოველთვის საშიშია.
განსაკუთრებით ჩემთვის, ჩემი წაგების ერთადერთი გზა გამოჭერაა, ის კი ერთ-ერთი ყველაზე საშიში გრეპლერი და სტრაიკერია.
ის ყველგან საშიშია და ამას პატივი უნდა ვცეთ. ვფიქრობ, ილია ჩარლზს გამოიჭერს და მოიგებს. თოფურია ადრეული ნოკაუტით გაიმარჯვებს." - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
UFC 317 29 ივნისს გაიმართება, სადაც ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა მსუბუქი დივიზიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.
"ვწუხვარ, შენს წინააღმდეგ არ მინდოდა", - ილიას და ჩარლზის საუბარი პირისპირ დგომის დროს