UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა, რობერტ უიტეკერმა UFC 317-ის წინ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლაზე ისაუბრა.
"ოლივეირას დიდი ფანი ვარ, ასევე ილიასი, მაგრამ ჩარლზი მიყვარს. ვის არ უყვარს? ვის არ მოსწონს ის ისტორია და გული, რომელიც მას აქვს? ის ადრეულ წლებში მარტივად ნებდებოდა, შემდეგ კი ეს შეცვალა. მან თავის თავში რაღაც მოძებნა, სატიტულო გზას დაუბრუნდა და ჩემპიონი გახდა.
ილია განსხვავებული მხეცია. ვფიქრობ, ჩარლზის მიმართ დიდი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში იმ ფაქტის გამოა, რომ არ ვიცით, როგორ გამოიყურება ილია ზედა წონაში. ბევრი ფოტო ვნახე, როგორ დგას ის რაულ როსასის წინააღმდეგ. არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა იქნება.
რაც ილიამ ალექსსა (ვოლკანოვსკი) და მაქსს (ჰოლოუეი) უქნა, ორ საუკეთესო ქვემსუბუქწონოსანს - ვოლკი საერთოდაც საუკეთესო ქვემსუბუქწონოსანია, ვინც ოდესმე ყოფილა. მან სპორტის ორი ლეგენდა გათიშა. ეს არარეალურია. ილიას უნარები საოცარია. ჩარლზიც ფენომენალურია.
ის სუპერ საშიშია ზურგიდან. ილიასაც აქვს გრეპლინგი. ჩარლზი დგომში ბევრ დარტყმას მიიღებს. ილია ძალიან კარგია კრივში. მე უბრალოდ ვერ ვხედავ, როგორ მოიგებს ჩარლზი ამ ბრძოლას ილიას წინააღმდეგ." - განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა.
29 ივნისს, ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდება.
VIDEO: პირისპირ დგომი შედგა - თოფურია VS ოლივეირა