ოთხშაბათს ღამით, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ შეხვედრაში, ფედე ვალვერდე რეალ მადრიდის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა.
15 ფაქტი ფედე ვალვერდეზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით
ურუგვაელმა ნახევარმცველმა პირველივე ტაიმში ბრწყინვალე ჰეთ-თრიკი შეასრულა, რითაც სანტიაგო ბერნაბეუზე მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამართულ მერვედფინალურ დაპირისპირებაში სამეფო კლუბს დამაჯერებელი გამარჯვება (3:0) მოუპოვა.
ვალვერდეს ფანტასტიკური თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ის ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რეალ მადრიდის კაპიტანმა ამ ნომინაციაში ისეთ მოთამაშეებს აჯობა, როგორებიც არიან ხულიან ალვარესი, ხვიჩა კვარაცხელია და მაიკლ ოლისე.
აღსანიშნავია, რომ პეპ გვარდიოლას გუნდთან ნაჩვენები პერფორმანსის შემდეგ, ვალვერდე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. მასთან ერთად საუკეთესო თერთმეტეულში რეალ მადრიდის ვეტერანი მეკარე, ტიბო კურტუაცაა, რომელმაც კარი მშრალად შეინახა.
ბელგიელი გოლკიპერი მხოლოდ მოგერიებებით არ შემოფარგლულა, მან საგოლე გადაცემაც კი მიითვალა. სწორედ კურტუას შორეული პასით დაიწყო პირველი გოლი, რომელიც ვალვერდემ ეფექტური შეხებით დაამუშავა და ჯანლუიჯი დონარუმას კარი აიღო. ურუგვაელის მეორე გოლი საჯარიმოში მახვილი კუთხიდან დარტყმულ ცხრიანს მოჰყვა, მესამე გოლი კი მისი ტექნიკური არსენალისა და საოცარი სიმშვიდის ნამდვილი დემონსტრირება იყო.
VIDEO: ვალვერდეს ბენეფისი და განადგურებული სიტი — რეალი მანჩესტერში დიდი უპირატესობით ჩავა