• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
15 ფაქტი ფედე ვალვერდეზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით
ფეხბურთიფეხბურთი

15 ფაქტი ფედე ვალვერდეზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხვიჩა კვარაცხელიას ჩელსისთან ბრწყინვალე კამეოს მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე კვირის პერფომანსი ცალსახად ფედე ვალვერდემ მოიპარა, რომელმაც სიტისთან ჰეთ-თრიკი შეასრულა და უბრალოდ შეუჩერებელი იყო.


საინტერესოა, რომ ურუგვაელს ჩემპიონთა ლიგის წინა 75 მატჩში იმდენივე გოლი ჰქონდა გატანილი, რამდენიც გუშინ სიტის კარში გაიტანა. 


ფედე მადრიდის კაპიტანია და დიდი ხანია ყველას თვალთახედვის არეშია, თუმცა გთავაზობთ 15 ფაქტს მის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით.


1. ვალვერდე მონტევიდეოში, მშრომელთა ოჯახში გაიზარდა: მამა კაზინოს დაცვაში მუშაობდა, დედა კი ძველმანების ბაზრობაზე ტანსაცმელსა და სათამაშოებს ყიდდა. პატარა ბიჭი ყუთებზე იჯდა და გამვლელ მანქანებს აკვირდებოდა.


2. ფედეს თავისი ოჯახის სიღარიბის რცხვენოდა: ამბობს, რომ მხოლოდ ზრდასრულ ასაკში გააცნობიერა, თუ რა მსხვერპლზე მიდიოდნენ მშობლები მის გამო. თავიდან კი თანატოლებს უყურებდა და მასაც უნდოდა ფეხბურთისთვის ტელევიზორში ეყურებინა — მას ხომ ფასიანი არხები არ ჰქონდა.


3. 14 წლის ასაკში ფედერიკო პენიაროლის აკადემიაში მოხვდა, ორი წლის შემდეგ კი არსენალი დაინტერესდა — არა, ეს არსენ ვენგერის მორიგი ისტორია არ არის. ფედე თავად იხსენებდა: დედა და მამა ინგლისში წასვლას მირჩევდნენ, მე კი ძლივს დავთანხმდიო.


4. ვალვერდემ არსენალში სინჯები მაინც გაიარა, მაგრამ ინგლისი საერთოდ არ მოეწონა. თუ წარმოვიდგენთ მზიანი ურუგვაიდან ჩასულ ბიჭს ლონდონში, ეს არც ისე გასაკვირია.


5. ფედე პარაგვაის ერთ-ერთ სასტუმროში იჯდა, როდესაც რეალმა დაურეკა. ის 17-წლამდელთა კოპა ამერიკაზე იყო წასული. მშობლები სხვა ნომერში იყვნენ. დედამ დაურეკა და უთხრა: „ახლავე გადმოდი ჩვენს ნომერში, შენთან დალაპარაკება უნდათ“. მან თავიდან... უარი თქვა, თუმცა დედამ აიძულა ზარისთვის ეპასუხა.


6. გაუმართლა, რომ რეალი არ გაცივდა სამხრეთ კორეაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ: იმავე 2017 წლის ზაფხულში, პორტუგალიასთან გატანილი გოლის შემდეგ, ვალვერდემ „დაწვრილებული თვალების“ ჟესტი გააკეთა. ეს რასიზმად ჩაუთვალეს და სასწრაფოდ ბოდიშის მოხდა მოუწია.



7. ფედეს იჯარა დეპორტივოში — მნიშვნელოვანი მომენტი კარიერაში. 2017 წელს იქ ერთი წლით წავიდა. ეს ამბავი ცუდად მიიღო. დიდი დარტყმა იყო, როგორ დააქვეითეს დაბალი სტატუსის გუნდში, ის ხომ ტალანტი იყო. რატომ უშვებდა რეალი იქ? თუმცა, საბოლოოდ, სათამაშო პრაქტიკა ახალ დონეზე გასვლაში ძალიან დაეხმარა.


8. დეპორტივოში ვალვერდე კლარენს ზეედორფს გადაეკვეთა: ჰოლანდიელი მას ნახევარი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა. ახლა შეგიძლიათ დააკვირდეთ მის თამაშს და ეძებოთ, რა ისწავლა ფედემ კლარენსისგან.


9. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ფედეს ცხოვრებაში — შვილის, ბენისიოს დაბადებაა. ის მამა 22 წლის ასაკში, 2020 წელს გახდა. მხოლოდ მაშინ მიხვდა: ახლა ოჯახი მყავს — სისულელეებზე ფულის ხარჯვა უნდა შევწყვიტო და დროა დავღვინდეო.


10. ვალვერდესაც ჰქონდა „ვარსკვლავური სენი“. რეალში ახალი ჩასული ფიქრობდა, რომ უკვე მესი და რონალდუ იყო. ვარჯიშებიც კი არ ახსოვდა, რადგან ყოველი ვარჯიშის შემდეგ მაღაზიებში დადიოდა და ყიდულობდა ყველაფერს, რისი უფლებაც მანამდე არ ჰქონია.


11. გარდამტეხი მომენტი აიაქსთან ლიგიდან გამოვარდნა (1:4) გამოდგა. მატჩის შემდეგ ფედემ ვერ დაიძინა და ძალიან ნერვიულობდა — იყო თუ არა რეალის ღირსი? მისმა მომავალმა მეუღლემ, მინა ბონინომ უმნიშვნელოვანესი რამ უთხრა: „სერიოზულად, ფედე? ასე აპირებ მადრიდში თამაშს?“


12. 2022 წლის ლიგის ფინალის წინ ლივერპულთან, ფედემ იხუმრა: „გამარჯვების სანაცვლოდ მზად ვარ ცოლიც კი დავთმოო“. ყველაფერი კარგად დასრულდა და სახლში თავის მართლება არ დასჭირვებია — გაცვლა არ დასჭირდა.


13. 2023 წლის შემოდგომაზე ფედერიკოს ოჯახში საშინელი რამ მოხდა: მეუღლემ ორსულობისას ბავშვი თითქმის დაკარგა. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა — მათი ვაჟი ბაუტისტა ახლა კარგადაა. ამ წლის დასაწყისში კი წყვილმა გამოაცხადა, რომ მესამე შვილს ელოდებიან.



14. ფედე არ ნანობს, რომ ვილიარეალის ფეხბურთელს, ალექს ბაენას დაარტყა. ალბათ გახსოვთ ის უსიამოვნო ისტორია, როდესაც ესპანელმა, ვალვერდეს თქმით, იხუმრა იმაზე, რომ ფედეს და მინას შესაძლოა შვილი დაეკარგათ.


15. ვალვერდე რეალის ერთ-ერთი კაპიტანია. სამკლაურით პირველად 2025 წლის შემოდგომაზე ითამაშა — 27 წლის ასაკში. ფედე ამბობს, რომ ამაზე მადრიდში ჩატარებული პირველივე მატჩიდან ოცნებობდა.


და ბონუსი, რასაც ვერ ავუვლით გვერდს, თუმცა აქ ახალი არაფერია: ფედერიკო ვალვერდე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ფედე ვალვერდე
ჩემპიონთა ლიგა
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: კილიან მბაპეს რეაქცია ფედე ვალვერდეს ჰეთ-თრიკზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კილიან მბაპეს რეაქცია ფედე ვალვერდეს ჰეთ-თრიკზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ვუთხარი, რომ მესიმ ერთ მატჩში ორჯერ გამიტარა ფეხებს შორის", — კურტუამ ტოტენჰემის მეკარე გაამხნევა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ვუთხარი, რომ მესიმ ერთ მატჩში ორჯერ გამიტარა ფეხებს შორის", — კურტუამ ტოტენჰემის მეკარე გაამხნევა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"კვარაცხელიას გოლი ფანტასტიკური იყო" - ჩელსის მწვრთნელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"კვარაცხელიას გოლი ფანტასტიკური იყო" - ჩელსის მწვრთნელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანრი: „რეალის მაისური მეც რომ ჩავიცვა, იქნებ თმის დაბრუნებაში დამეხმაროს?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანრი: „რეალის მაისური მეც რომ ჩავიცვა, იქნებ თმის დაბრუნებაში დამეხმაროს?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

VIDEO: კილიან მბაპეს რეაქცია ფედე ვალვერდეს ჰეთ-თრიკზე

News image

3 სთ წინ

„ვუთხარი, რომ მესიმ ერთ მატჩში ორჯერ გამიტარა ფეხებს შორის", — კურტუამ ტოტენჰემის მეკარე გაამხნევა

News image

3 სთ წინ

"კვარაცხელიას გოლი ფანტასტიკური იყო" - ჩელსის მწვრთნელი

News image

3 სთ წინ

ანრი: „რეალის მაისური მეც რომ ჩავიცვა, იქნებ თმის დაბრუნებაში დამეხმაროს?"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება