სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბერნარდო სილვამ მადრიდის რეალთან მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.
„ჩემი პირადი ხედვით, რეალი წელს ბევრად ძლიერია, ვიდრე შარშან.
ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება გვინდა, რაც მხოლოდ რეალს აქვს გაკეთებული, რომელმაც მესამეც მიაყოლა, ეს არის ჩვენი მოტივაცია.
ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი ჩემთვის მისაბაძი მაგალითები არიან, მითუმეთეს ჩემი პოზიციის გათვალისწინებით. ისინი სტაბილურად მაღალ დონეზე პირველს კი არა, მე-15 სეზონს ატარებენ და მიუხედავად ყველაფრისა, რასაც მიაღწიეს, მაინც აგრძელებენ.
რა თქმა უნდა, რეალს შარშანდელი შედეგის ფონზე ცოტათი რევანშის აღებაც ენდომება.
სიმართლე გითხრათ, შარშანდელი 4:0 განმეორებით არასდროს აღარ მიყურებია. ახლა სულ სხვა სეზონია, ერთიდაიგივე თამაში ორჯერ არ მეორდება." - აღნიშნა ბერნარდომ.
კომენტარები