გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ლორიას სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.
"მეკარე, რომელიც 17 წლის განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების კარს.
ლორი ყოველთვის იყო პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი ყველასთვის — და ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე ადამიანი.
ბევრი რამ ვისწავლე მისგან, და გვერდში მედგა მაშინ, როცა ყველაზე რთული პერიოდი მქონდა კარიერაში.
@loriagiorgi77 მადლობა ყველაფრისთვის — ისიამოვნე დღევანდელი დღით, ამ თამაშით და იმ ემოციებით, რაც სრულად დაიმსახურე."
გიორგი ლორია ფარერის კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს ეროვნულ ნაკრებში.
"სუფთა გულით ვამთავრებ სანაკრებო კარიერას" - ლორია ეროვნულ გუნდს ემშვიდობება