ცნობილმა ფრანგმა მწვრთნელმა ბარსელონასთვის მისი საფეხბურთო აკადემიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
- რა იქნებოდა ლა მასიას გარეშე?
"ლა მასია რომ არ არსებობდეს, ბარსელონა არსებობას ვერ გააგრძელებდა. ალბათ, კლუბი საერთოდ დაიშლებოდა.
სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა იხსნეს კლუბი: ლამინ იამალმა, პედრიმ, გავიმ... ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელმაც კლუბი წინ წაიყოლა.
ისინი ესპანეთის ჩემპიონები არიან, ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე მივიდნენ და ფინალთანაც ძალიან ახლოს იყვნენ.
ამ ახალგაზრდების გამოჩენის გამო, ჩემი აზრით, ბარსელონა კვლავ დიდებული კლუბი იქნება." - აღნიშნა ბარსას ექს-მცველმა.