ჟულ კუნდე ბარსელონაში რჩება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა ბარსელონასთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწია, რის შემდეგაც თავად კუნდემ კონტრაქტის ხელმოწერას მწვანე აუნთო.
ფორმალური ნაბიჯები ჯერ კიდევ წინაა, თუმცა მთავარი საქმე მოგვარებულია და კუნდე თავის მომავალ წლებს სწორედ ბარსას დაუკავშირებს.
სავარაუდოდ, ოფიციალური სახე ფეხბურთელის ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში მიეცემა.