პაუ ვიქტორი ბარსელონადან ბრაგაში გადავიდა.
23 წლის თავდამსხმელმა პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
ბრაგამ ბარსას ამ ტრანსფერში 12 მილიონი ევრო გადაუხადა, კიდევ 3 მილიონი კი ბონუსებით იქნება დამოკიდებული თავად ფეხბურთელის შედეგიანობასა და მიღწევებზე.
ვიქტორის ბრაგადან გამოსყიდვა 50 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
ახალ კლუბში პაუ ვიქტორი 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
2024/25 სეზონში 23 წლის ფორვარდმა ბარსას მაისურით ყველა ტურნირზე 29 არასრული მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.