ალექსანდრ ისაკს კარიერის ლივერპულში გაგრძელება სურს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედმა ფეხბურთელმა ნიუკასლს გუნდიდან წასვლის სურვილი გამოუთქვა.
ლივერპულის გარდა, ისაკით საუდის არაბეთის კლუბი ალ ჰილალიც ინტერესდებოდა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფორვარდმა ალ ჰილალის შემოთავაზება დაბლოკა, რადგან კარიერის გაგრძელება მხოლოდ ლივერპულში სურს.
რამდენიმე დღის წინ მერსისაიდულმა კლუბმა სხვა თავდამსხმელის, უგო ეკიტიკეს ტრანსფერი დაადასტურა ოფიციალურად, თუმცა ისაკისადმი ინტერესს ამისდა მიუხედავადაც იჩენს.