არსენალის ოფიციალური გვერდის ცნობით, ვიქტორ გიოკერეში კლუბის ახალი ფეხბურთელია.
შვედმა თავდამსხმელმა ლონდონელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არსენალმა მისი ტრანსფერი სპორტინგთან 63.5 მილიონ ევროდ (პლუს 10 მილიონი ბონუსები) შეათანხმა.
ვიქტორი ახალ კლუბში 14-ნომრიან მაისურს მოირგებს. ის სინგაპურში ჩავა, სადაც არსენალი ახალი სეზონისთვის ემზადება.
შვედმა შემტევმა პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 39 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
27 წლის ფეხბურთელს ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს, ის 2018-21 წლებში ბრაიტონის საკუთრებაში იყო, 2021-23 წლებში კი ქოვენთრის რიგებში ასპარეზობდა, საიდანაც ლისაბონის სპორტინგში გადავიდა.