ნოტინგემ ფორესტის ოფიციალური გვერდის განცხადებით, მორგან გიბს-უაითმა კლუბთან რეკორდული ხელშეკრულება გააფორმა 2028 წლის ზაფხულამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ტოტენჰემთან ყველაფერი შეთანხმებული იყო და სამედიცინო შემოწმებაც ჩაინიშნა, ნოტინგემმა 25 წლის მოთამაშის შენარჩუნება შეძლო.
ტოტენჰემი მზად იყო გიბს-უაითის გამოსასყიდი პუნქტი, რომელიც 60 მილიონ ფუნტს შეადგენდა, გადაეხადა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.
2022 წელს ფორესტში გადასვლის შემდეგ მორგანმა 17 გოლი გაიტანა და 27 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გიბს-უაითის კონტრაქტის გახანგრძლივება და შენარჩუნება ნოტინგემის მფლობელის, ევანგელოს მარინაკისის მთავარი მიზანი იყო.