ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერ სიტიმ ჯეიმს ტრაფორდის ტრანსფერი შეათანხმა.
ქალაქელები ბარნლის უკან გამოსასყიდი პუნქტის მიხედვით 40 მილიონ ფუნტს გადაუხდიან. ტრაფორდი დათანხმდა მანჩესტერ სიტიში ტრანსფერს, რადგან პეპ გვარდიოლას მისი დამატება პირადად უნდოდა.
22 წლის მეკარის გადაწყვეტილების შესახებ ნიუკასლსაც შეატყობინეს, რომელიც მისი დამატებით იყო დაინტერესებული.
ჯეიმს ტრაფორდმა ჩემპიონშიფის გასულ სეზონში ბარლნიში ჩატარებული 45 მატჩიდან 29-ში კარი მშრალად შეინახა.
ინგლისელი მანჩესტერ სიტის აღზრდილია, ის 2023 წლამდე სწორედ ქალაქელების საკუთრება იყო და იჯარის წესით აკრინგთონსა და ბოლტონში თამაშობდა, 2023 წელს კი ის ბარნლიმ დაიმატა სრულფასოვნად, ხოლო სიტიმ ჯეიმსის უკან გამოსყიდვის უფლება დაიტოვა, რომელსაც ახლა იყენებს.
ჯეიმს ტრაფორდს ინგლისის 21-წლამდე ნაკრებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე.