ატლეტიკო მადრიდის შემტევი სამუელ ლინო კარიერას ფლამენგოში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება უკვე შედგა - ბრაზილიელები ლინოს სანაცვლოდ ატლეტიკოს 22 მილიონ ევროს გადაუხდიან, კიდევ 2 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა ფლამენგოს ძალიან აქტიური გამოსდის - ლინოს გარდა გუნდში მივიდნენ დანილო, საული, ჟორჟინიო და ემერსონ როიალიც.
25 წლის ლინო ატლეტიკოს 2022 წელს ჟილ ვისენტედან შეუერთდა, თუმცა 2022/23 სეზონი იჯარით ვალენსიაში გაატარა და მადრიდელთა პირველ გუნდში ადგილი მხოლოდ შემდეგი სეზონიდან დაიმკვიდრა.
როხიბლანკოს მაისურით ბრაზილიელმა 93 მატჩში 12 გოლი და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა, ის პოზიციურად მარცხენა ვინგერია.