იუვენტუსი და პარი სენ-ჟერმენი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
ფრანგმა ფორვარდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი, მათ შორის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც, იჯარით ტურინულ კლუბში გაატარა.
იუვეს ფეხბურთელის გამოსყიდვა სურს, თუმცა ამ დრომდე პსჟ-სთან შეთანხმებას ვერ ახერხებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მომავალ კვირაშია მოსალოდნელი. მხარეები ორივესთვის მისაღები ფორმულის მიღებას შეეცდებიან.
იუვეს მაისურით 22 მატჩში კოლო მუანიმ 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.