ალეხანდრო გარნაჩომ ბაიერნის ყურადღება მიიქცია.
არგენტინელი შემტევი მანჩესტერს იმ ფეხბურთელებს შორის ჰყავს მოქცეული, ვინც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი კლუბი უნდა მოიძიოს.
ESPN-ის ინფორმაციით, გარნაჩოს ტრანსფერით ბაიერნი ინტერესდება, რომელიც შეტევის გაძლიერების სხვადასხვა ვარიანტებს ეძებს.
მანჩესტერი მზადაა გარნაჩოს თაობაზე შემოსული ნებისმიერი შემოთავაზება განიხილოს, თუმცა თავად არგენტინელს პრემიერ ლიგაში სურს დარჩენა.
ინგლისურ კლუბებს შორის ფეხბურთელით ჩელსი და ასტონ ვილა ინტერესდებიან.