სპორტინგის შემტევი ვიქტორ გიოკერეში კარიერას ლონდონის არსენალში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელი დღეს ლონდონში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა.
ამავდროულად, გაირკვა შვედის სათამაშო ნომერიც - ემირეითსზე გიოკერეში ლეგენდარული 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომლითაც თავის დროზე მეტოქეებს ტიერი ანრი ატერორებდა.
არსენალი 27 წლის ფორვარდში 55 მილიონ ფუნტს გადაიხდის, კიდევ 8.7 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული და ჯამურად ტრანსფერის ღირებულებამ შესაძლოა 63.8 მილიონი ფუნტი შეადგინოს.