ვირჯილ ვან დაიკმა ლივერპულში ფლორიან ვირცის ტრანსფერი შეაფასა.
ინგლისელებმა ლევერკუზენის ნახევარმცველი 100+16 მილიონ ფუნტად შეიძინეს.
„როცა ამ კლუბში მოვედი, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ლივერპულზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. ახლაც ზუსტად ასე ვფიქრობ.
ერთად ფანტასტიკური წინა სეზონი ჩავატარე და მგონია, რომ წინ კიდევ უფრო კარგი პერიოდი გველოდება.
ფლორიანს ცოტას ველაპარაკებოდი, ისევე, როგორც გუნდის სხვა ფეხბურთელები. დარწმუნებული ვარ, მან ყველაფერი გადაიაზრა და გადაწყვეტილება ისე მიიღო. ლივერპულში მას თავის კარგად წარმოჩენა შეეძლება, ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. სასიამოვნოა, რომ ის ჩვენთან გადმოვიდა.
რა ვუთხარი? ყველაფრის ცოდნა გინდათ! ეს ჩვენს შორის დარჩება. თუმცა, გეტყვით იმას, რომ ვუთხარი - „ლივერპული ის ადგილია, სადაც უნდა მოხვდე." - აღნიშნა წითლების კაპიტანმა.