ჰონგ კონგში ლივერპულსა და მილანს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც იტალიელთა გამარჯვებით 2-4 დასრულდა.
პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა. გოლები რაფაელ ლეაუმ და დომინიკ სობოსლაიმ გაიტანეს.
VIDEO: ლეაუმ ლივერპულის კარში გატანილი გოლი ჟოტას მიუძღვნა
მეორე ტაიმში ალისონის ნაცვლად თამაშში გიორგი მამარდაშვილი ჩაერთო, რომელმაც 3 გოლი გაუშვა.
თუ რუბენ ლოფტუს-ჩიკისა და ნოა ოკაფორის გოლების შემთხვევაში მამარდაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება, ოკაფორის მეორე გოლის დროს ასე ვერ ვიტყვით.
ქართველი მეკარისა და მერსისაიდელთა ბერძენი მცველის, კოსტას ციმიკასის შეუთანხმებელ მოქმედებას ლივერპულის კარში მე-4 გოლი მოჰყვა.
ლივერპული მომდევნო ამხანაგურ მატჩს 30 ივლისს, იაპონური იოკოჰამა მარინოსის წინააღმდეგ გამართავს.