ტორინოს სერბი მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და მილინკოვიჩ-სავიჩი კონტეს გუნდს შეუერთდება.
ტორინო მეკარის სანაცვლოდ ჯამში 21 მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს.
ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი ლაციოში თამაშით ცნობილი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ძმაა, რომელიც ბოლო ორი წელია საუდის არაბეთში, ალ ჰილალის ღირსებას იცავს.
28 წლის გოლკიპერი ტორინოს 2017 წლიდან ეკუთვნის, თუმცა პირველი სამი წელი სხვადასხვა კლუბებში იჯარით გაატარა და მხოლოდ 2020-დან შეძლო პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება. ნაკრებში ვანიას 2021 წლიდან იძახებენ.