ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბაიერნი ლივერპულთან ლუის დიასის ტრანსფერის შეთანხმებასთან ახლოსაა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა და მალე შეთანხმება საბოლოოდ შედგება.
ლივერპული ბონუსების ჩათვლით 75 მილიონ ევროს მიიღებს, დიასი კი ახალ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს.
კოლუმბიელმა შემტევმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლივერპულმა დიასი 2022 წელს პორტუდან დაიმატა. კოლუმბიელმა მერსისაიდულ კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა, FA თასი, ლიგის თასი (2) და ქომუნითი შილდი მოიგო.