პარი სენ-ჟერმენი ახალი გოლკიპერის დამატებაზე მუშაობს.
პარიზული კლუბი ჯანლუიჯი დონარუმას ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება. იტალიელს მოქმედი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურება და ამიტომ, ხელმძღვანელობამ ახალი მეკარის მოყვანაზე დაიწყო აქტიურად მუშაობა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პსჟ-მ ლილის გოლკიპერ ლუკას შევალიესთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და კლუბთანაც დაიწყო მოლაპარაკებები.
L'Equipe-ს ცნობით, ლოსკი თავისი გოლკიპერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.
ამ ეტაპზე უცნობია, როგორ განვითარდება დონარუმას მომავალი, მისი პსჟ-ში დარჩენაც არ არის გამორიცხული, თუმცა პარიზელებს სურთ, ნებისმიერი მოვლენათა განვითარებისთვის მზად იყვნენ.