ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალ ნასრმა ჩელსისთან ჟოაო ფელიქსის ტრანსფერი შეათანხმა.
მოთამაშე საუდის არაბეთში გაფრინდება სამედიცინო შემოწმების გასავლელად და ალ ნასრს შეუერთდება.
ჩელსი სატრანსფერო თანხად 30 მილიონ ევროსა და მომავალი ტრანსფერიდან მნიშვნელოვან პროცენტს მიიღებს. ფელიქსის დაბრუნებით ბენფიკა იყო დაინტერესებული, თუმცა საქმეში ალ ნასრი ჩაერთო.
ჟოაო ფელიქსი ლონდონურმა კლუბმა 2024 წელს მადრიდის ატლეტიკოდან შეიძინა, გასული სეზონის მეორე ნახევარი 25 წლის შემტევმა იჯარის წესით მილანში გაატარა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ალ ნასრთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, გუნდის ახალი მწვრთნელი კი ასევე პორტუგალიელი ჟორჟე ჟესუსია.