დავიდ ალაბას მადრიდის რეალის დატოვება არ სურს.
AS-ის ინფორმაციით, მადრიდულ კლუბს 33 წლის ავსტრიელისთვის კონტრაქტის ბოლო წლით დარჩენილი ხელფასის ნაწილის გადახდა სურდა, რათა ფეხბურთელს კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაეტოვებინა.
თუმცა ალაბამ, რომელიც კლუბისგან წლიურად გადასახადების გადახდამდე 22.5 მილიონ ევროს იღებს, კლუბის დასატოვებლად და კონტრაქტის ნაადრევად გასაწყვეტად სრული თანხა მოითხოვა.
ესპანური გამოცემის თანახმად, მადრიდელები ალაბასთვის სრული თანხის გადახდას არ აპირებენ, ამიტომ ორი ვარიანტი რჩება: ალაბას ან ვინმე შეიძენს, ან ავსტრიელი კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2026 წლის ზაფხულამდე გუნდში დარჩება, რაც უფრო სავარაუდო ვარიანტია.
თითქმის სრული წინა სეზონი ფეხბურთელს ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო გაუცდა.