კევინ-პრინს ბოატენგმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
„ბავშვებო, არ მიბაძოთ მესის. რადგან თქვენ ვერასოდეს იქნებით მისი მსგავსი. ასეა, თქვენ ვერასოდეს იქნებით მესი.
მას ღმერთისგან ბოძებული ნიჭი აქვს მარცხენა ფეხში. ჩვენ ვერასდროს ვიქნებით მესის დონეზე.
მაგრამ, თქვენ გარკვეულწილად შეგიძლიათ ჰგავდეთ კრიშტიანუ რონალდუს, რადგან ის დიდი შრომის შედეგია.
რა თქმა უნდა, მასაც აქვს ნიჭი, მაგრამ იყო ეტაპი რონალდუს კარიერაში, როცა მან გააცნობიერა: ‘ჰეი, მე შოუს შეწყვეტ და ძალიან ბევრს ვიშრომებ.’“ - განაცხადა ბოატენგმა.