ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამის“ მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოუტანა.
„ორლანდო სიტისთან“ გამართულ დერბიში (4:2), არგენტინელმა სეზონის პირველი გოლები გაიტანა და მატჩის 0-2-დან შემობრუნება შეძლო. სეზონის წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ლიონელ მესი „მლს-ის კლასიკოს“ მთავარი გმირი გახდა.
ამერიკული დერბი ყოველთვის დიდი დაძაბულობით გამოირჩევა, რაც ხშირად ფეხბურთელებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადადის. ამჯერად ყურადღების ცენტრში მესი მოექცა.
ყველაზე ცხელი მომენტი მესის მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მოჰყვა. „ინტერ მაიამი“ 24-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა, თუმცა მესის ქამბექი 51-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან გატანილი ბრწყინვალე გოლით დაიწყო. საბოლოოდ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა საჯარიმო დარტყმით დუბლი გაიფორმა და ანგარიში 4:2 გახდა.
გოლის აღნიშვნისას ის მეტოქის სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ირონიულად ჰკითხა, ავტოგრაფი ხომ არ სურდათ.
VIDEO: მესის მორიგი ჯარიმა და დუბლი ორლანდოსთან — ინტერ მაიამიმ 0:2-და 4:2 მოიგო
