ბარსელონას ლეგენდა, ლეონელ მესი, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, კლუბის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ხდება.
Marca-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერ მაიამის ფეხბურთელმა თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ პროცესში ჩარევა არ სურს, საპრეზიდენტო კანდიდატები მრავალგზის ცდილობენ მის ჩართვას თავიანთ გეგმებში.
არგენტინელის გარემოცვა ადასტურებს, რომ მას არცერთ კანდიდატთან არ ჰქონია კომუნიკაცია და არც აპირებს ამას, სანამ წინასაარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. მესი გეგმავს დისტანცია შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული საკითხები, რომლებიც მას არ მოსწონს.
კერძოდ, ფეხბურთელი გააკვირვა კანდიდატ მარკ სირიას მიერ ბარსელონაში განთავსებულმა ბანერმა წარწერით: „მოუთმენლად ველით ახალ შეხვედრას“. ბანერზე ლეოს სახელი მითითებული არ იყო და არც მისი სახე ჩანდა მკაფიოდ, თუმცა ყველაფერი მასზე მიანიშნებდა და ეს ფეხბურთელის დაუკითხავად მოხდა.
სირია მესისთან დაკავშირებასაც ცდილობდა, რადგან მისი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სწორედ არგენტინელის დაბრუნებაა, თუმცა ლეომ ჩარევა არ ისურვა. სხვა კანდიდატი, ვიქტორ ფონტი, ასევე ცდილობდა მესის ოჯახთან კონტაქტს — შედგა აზრთა გაცვლა და კანდიდატის თქმით, მესის კონკრეტული წინადადებაც წარედგინა.
პარალელურად, ბარსას ექს-პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ცოტა ხნის წინ მესის კლუბიდან წასვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბის მხრიდან მისი პატივისცემა თავად მოთამაშეზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, ლეოს ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია.