ბარსელონას ფეხბურთელებმა, პედრიმ და ფერან ტორესმა, იუმორისტულ შოუ El Hormiguero-ში სტუმრობისას ისაუბრეს იმაზე, თუ ვის წაიყვანდნენ საკუთარ გუნდში მადრიდის რეალიდან.
როდესაც მათ ჰკითხეს, თუ რომელ მოთამაშეს დაიმატებდნენ პრინციპული მეტოქის რიგებიდან, ორივე ესპანელი ერთ აზრზე იყო — მათ კილიან მბაპე აირჩიეს.
პედრი: „კილიან მბაპე, ის ყოველთვის გვკლავს."
ფერან ტორესი: „ჰო, მბაპე."
გარდა ამისა, ფეხბურთელებს მადრიდულ კლუბში მეგობრობის შესახებაც ჰკითხეს:
„დიახ, ერთი ან ორი მეგობარი გვყავს, რომელსაც კარგად ვეწყობით. თუმცა არ გვყავს ისეთი მეგობრები, რომლებსაც ყოველდღე ვურეკავთ“, — აღნიშნა პედრიმ.
ბარსელონას წინააღმდეგ გამართულ 10 მატჩი მბაპეს კარიერაში 12 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს გაფორმებული.