მადრიდის რეალმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კილიან მბაპე ბენფიკასთან ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ საპასუხო მატჩს გამოტოვებს.
ფრანგი თავდამსხმელი სანტიაგო ბერნაბეუზე გასამართი შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა.
6 კვირაა „ცალი ფეხით" თამაშობს — რეალს შესაძლოა მბაპე დიდი ხნით გამოაკლდეს
გუშინდელ ვარჯიშზე მბაპემ დისკომფორტი იგრძნო მუხლის არეში, რაც დეკემბრის ბოლოს მიღებულ ტრავმას უკავშირდება. ამის გამო მან ვარჯიში ვადაზე ადრე დაასრულა. არსებული ინფორმაციით, კილიანი მინიმუმ მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასასვლელად რეალსა და ბენფიკას შორის გადამწყვეტი შეხვედრა დღეს გაიმართება. პირველი მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
რეალის ოფიციალური განაცხადი ბენფიკასთან მატჩისთვის ასე გამოიყურება:
მეკარეები: კურტუა, ლუნინი, ფრან გონსალესი
მცველები: კარვახალი, ალაბა, ტრენტი, ასენსიო, ალვარო კარერასი, ფრან გარსია, რუდიგერი, ფერლან მენდი
ნახევარმცველები: კამავინგა, ვალვერდე, ჩუამენი, არდა გიულერი, ცესტერო, მანუელ ანხელი, პალასიოსი, ტიაგო
თავდამსხმელები: ვინი ჟუნიორი, გონსალო, ბრაჰიმი, მასტანტუონო.