მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, ბენფიკასთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანლუკა პრესტიანის დროებით დისკვალიფიკაციასა და ვინისიუსის გარშემო ატეხილ სკანდალზე ისაუბრა.
„ეს საკითხი გასახდელში არ განგვიხილავს. ჩემი აზრი უცვლელია — ჩვენ გვაქვს შანსი, რასიზმს ძლიერი დარტყმა მივაყენოთ. უეფა ყოველთვის მხარს უჭერდა ამ ბრძოლას და ახლა აქვს შესაძლებლობა, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიოს.
ვინიმ პირველ მატჩში ლამაზი, ფანტასტიკური გოლი გაიტანა. არაფერი, რასაც ის აკეთებს ან გააკეთა, არ ამართლებს რასისტულ აქტს“, — განაცხადა არბელოამ.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, თუმცა მატჩისშემდგომი მოვლენები რასისტულ სკანდალში გადაიზარდა, რის გამოც უეფამ ბენფიკას არგენტინელი ფორვარდი საქმის მოკვლევამდე თამაშებს ჩამოაშორა.