ბენფიკას პრეზიდენტი, რუი კოშტა, ჯანლუკა პრესტიანის ირგვლივ ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა და საკუთარი ფეხბურთელი დაიცვა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალთან მატჩის შემდეგ არგენტინელ ფორვარდს რასიზმში დასდეს ბრალი.
კლუბის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრესტიანის სიტყვებში ეჭვი არ ეპარება:
„პრესტიანის რასისტს უწოდებენ, თუმცა ის ყველაფერია, გარდა რასისტისა. ამის გარანტიას გაძლევთ. მე არ შემიძლია ვიცოდე, რა ითქვა ან რა არ ითქვა მოედანზე, თუმცა ჩვენ გვჯერა პრესტიანის სიტყვის.
გავიმეორებ, რომ პრესტიანი რასისტი არ არის. რომ ყოფილიყო, ბენფიკაში ნამდვილად ვერ ითამაშებდა. ბენფიკას შემადგენლობაში რასისტი ვერასდროს ვერ ითამაშებს“, — განაცხადა რუი კოშტამ.
ამჟამად საქმეს უეფა სწავლობს, რომელმაც ლისაბონელთა ფორვარდი იქამდე ჩამოაშორა თამაშებს, ვიდრე საბოლოო ვერდიქტი არ გახდება ცნობილი.