ლეო მესიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკასთან გატანილი გოლი გაიხსენა.
„იმ თამაშზე გულწრფელად შიშით გავედით. იმიტომ რომ ქვეცნობიერად ფიქრობ იმ გზაზე, რაც გამოვიარეთ, საიდან მოვდიოდით და იმაზე, რომ შეიძლებოდა პირველივე ეტაპზე გამოვვარდნილიყავით... მექსიკასთან, გუნდთან, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.
იმ გოლის შემდეგ თითქოს მოვეშვით, გავთავისუფლდით და ეს ყველასთვის ერთგვარი შვება იყო. ისევ დავბრუნდით იმ მდგომარეობაში, ვინც ვიყავით; ისევ საკუთარ თავზე ვიყავით დამოკიდებული და სურათი შეიცვალა.
ჩვენ ეს მივიღეთ; გუნდშიც ვილაპარაკეთ ამაზე. ვთქვით, რომ ეს მატჩი ძალიან ბევრს წყვეტდა, მაგრამ ამავდროულად უნდა გაგვეხსენებინა ყველაფერი, რაც მანამდე გავაკეთეთ [36-მატჩიანი წაუგებელი სერია].
იყო ის საჯარიმო, რომელიც თითქოს დიბუმ მარტივად დაიჭირა... როცა ბურთი გამოვარდა და კარისკენ წავიდა... იქ რომ გაეტანათ, დავიღუპებოდით.
ამან ძალიან გაგვაძლიერა, რადგან შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში გვქონდა სიტუაციები, როცა შეიძლებოდა 500-ჯერ დავცემულიყავით... მატჩი, სადაც ნიდერლანდებმა გაათანაბრა, სადაც საფრანგეთმა გაათანაბრა - ეს მძიმე დარტყმები იყო, მაგრამ როგორც გუნდი, ძალიან ძლიერები ვიყავით.“ - განაცხადა მესიმ.
მესი: ,,ყოველთვის ვცდილობდი მოედანზე პატივისცემით მოვქცეულიყავი"