MLS: "გავრცელებულ ვიდეოში მესის წესები არ დაურღვევია"
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-მა განაცხადა, რომ ლიონელ მესიმ ლიგის წესები არ დაარღვია, როდესაც ინტერ მაიამის LAFC-სთან 3:0 მარცხის შემდეგის მსაჯებს მათ ოთახში გაჰყვა.
MLS-მა საკითხი მას შემდეგ განიხილა, რაც გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ მატჩის დასრულებიდან მალევე, ლოს-ანჯელესის მემორიალ კოლიზეუმის შიდა დერეფნებში, მესი თითქოს მსაჯებთან დაპირისპირებას ცდილობდა.
ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს ლუის სუარესი მესის შეკავებას. მიუხედავად იმისა, რომ სუარესი მის შეჩერებას ცდილობს, მესი ოთახში მაინც შედის. რამდენიმე წამის შემდეგ ის კვლავ გამოდის და ინტერ მაიამის სხვა ფეხბურთელებთან ერთად გასახდელისკენ მიემართება.
თუმცა, MLS-ის წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ ვიდეოში ნაჩვენები კარი მსაჯების გასახდელისკენ არ მიდიოდა და მესის შეზღუდულ ზონაში არ შეუღწევია.
ლიგის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დარღვევები არ დაადგინა და შესაბამისად, საქმე დახურულად მიიჩნევა.