ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟოან ლაპორტამ, Catalunya Ràdio-ს ეთერში აღიარა, რომ მისი ურთიერთობა კლუბის ლეგენდასთან, ლიონელ მესისთან, საგრძნობლად გაუარესდა.
ლაპორტამ გაიხსენა კონკრეტული ინციდენტი, რომელიც „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა და რამაც მათ შორის არსებულ ბზარს გაუსვა ხაზი:
„მესისთან ურთიერთობა აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. „ოქროს ბურთის“ ცერემონიაზე მოხდა ინციდენტი — მივედი, რომ მივსალმებოდი, მაგრამ მან ჩათვალა, რომ ჩვენი მისალმება აუცილებელი არ იყო.
მას შემდეგ ცოტათი დავახლოვდით და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ურთიერთობა გაფუჭებულია, თუმცა ის ბარსელონას ცოცხალი ლეგენდაა.
ლეო იმსახურებს ძეგლს კამპ ნოუზე, ისევე როგორც კრუიფი. ის იმსახურებს გამოსამშვიდობებელ ცერემონიას. ვთვლით, რომ იდეალური იქნება ამის გაკეთება მაშინ, როდესაც სტადიონი სრულად მზად იქნება და მასზე 100 000-ზე მეტი მაყურებელი შეიკრიბება. ვიმედოვნებთ, რომ ეს შესაძლებელია“, — განაცხადა ლაპორტამ.