ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟოან ლაპორტა, ლა ლიგის 25-ე ტურში რეალისა და ოსასუნას მატჩში (2:1) დანიშნულ პენალტს გამოეხმაურა.
VIDEO: ლიდერობის დაკარგვის საფრთხე - რეალმა ოსასუნასთან წააგო
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ალეხანდრო კინტერომ, თერთმეტმეტრიანი მადრიდელთა მეკარის, ტიბო კურტუას მიერ ანტე ბუდიმირზე ჩადენილი ფოლის გამო დანიშნა. თავდაპირველად მსაჯმა ჩათვალა, რომ ოსასუნას მოთამაშე სიმულირებდა, თუმცა VAR-ზე ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ დაინახა, რომ მეკარემ მეტოქეს ფეხზე დააბიჯა. ბუდიმირმა პენალტი თავადვე ზუსტად შეასრულა.
აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით ჟოან ლაპორტამ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა:
„რეალის სასარგებლოდ ათასობით მსგავსი პენალტი დაუნიშნავთ. ამჯერად მათ სიმულაციის შემდეგ პენალტი არ მიუღიათ, ასე რომ, წუწუნი არ მართებთ“, — განაცხადა ლაპორტამ.