ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა, ფლორიან პლეტენბერგმა, ჰარი კეინის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წერტილი დაუსვა.
პლეტენბერგი აღნიშნავს, რომ განურჩევლად იმისა, თუ ვინ იქნება კატალონიური კლუბის მომავალი პრეზიდენტი, ინგლისელი ფორვარდის გადაბირება ამ ეტაპზე გამორიცხულია:
„ახალი ჭორები ჰარი კეინისა და ბარსელონას კავშირზე სიმართლეს არ შეესაბამება. იმის მიუხედავად, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, ბარსაში გადასვლა ამ ზაფხულს არ იგეგმება, ეს არარეალურია.
ბაიერნი კვლავ დაინტერესებულია მასთან კონტრაქტის 2028 ან 2029 წლამდე გახანგრძლივებით. პირველადი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და თავად კეინიც მზადაა ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად“, — წერს პლეტენბერგი.
ბარსელონაში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს გაიმართება.