VIDEO: კეინის მორიგი დუბლი — ბაიერნმა კინაღამ 3:0 გაანიავა, თუმცა მაინც მოიგო
21 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის 23-ე ტურში ბაიერნმა შინ აინტრახტი 3:2 დაამარცხა.
კეინის დუბლითა და პავლოვიჩის გოლებით ბავარიული გრანდი დამაჯერებლად 3:0-ს იგებდა, თუმცა ჯერ დუბლის ავტორმა საკუთარ საჯარიმოში პენალტი აიკიდა და სტუმრებს ერთი გოლის გაქვეთის საშუალება მისცა, შემდეგ კი, მატჩის მიწურულს, იოზუა კიმიხის და მეკარის გაუგებარ მოქმედებას ფრანკფურტელთა მეორე, კურიოზული მოჰყვა.
თუმცა, კომპანის შეგირდებმა გამარჯვების ანგარიშის ბოლომდე მიყვანა მაინც შეძლეს და მორიგი 3 ქულა გაიფორმეს.
23 ტურის შემდეგ ბაიერნი 60 ქულით ლიდერობს ცხრილს და დორტმუნდს 9 ქულით უსწრებს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.